
თბილისის არქიტექტურული ტურები
აღმოაჩინეთ თბილისი ციფრული გზამკვლევის საშუალებით, ეს არის თანამედროვე და მოსახერხებელი პლატფორმა რომელიც საშუალებას გაძლევთ ქალაქი დამოუკიდებლად,თქვენთვის სასურველ დროსა და ტემპში შეისწავლოთ.
ციფრული გზამკვლევი მოიცავს:
- აუდიომასალას თითოეულ ლოკაციაზე
- ისტორიულ და თანამედროვე ფოტომასალას
- რუკაზე ზუსტად მონიშნულ ღირსშესანიშნაობებს
- Google Maps-ში ინტეგრირებულ მარშრუტს, რათა მარტივად იპოვოთ თითოეული ადგილი
- საინტერესო ისტორიებს, არქიტექტურულ დეტალებს და ისტორიულ ფაქტებს
თქვენი ტელეფონი გახდება პირადი გიდი, რომელიც ნებისმიერ დროს გაგიძღვებათ თბილისის ქუჩებში და ქალაქს სრულიად ახალი თვალით დაგანახებთ.

აუდიოტურები, რომლებიც გაძლევთ საშუალებას დამოუკიდებლად აღმოაჩინოთ ქალაქი

ეწვიეთ ნაცნობ ადგილებს და შეხედეთ მათ სრულიად ახალი თვალით

დეტალური ისტორიები ძველი ქუჩებისა და ისტორიული შენობების შესახებ

გაიარეთ ტური მაშინ, როცა თქვენ გინდათ,
თქვენი ტემპით, თქვენი დროით
სადაც გინდათ, როცა გინდათ
მოუსმინეთ და დაათვალიერეთ ერთდროულად
აღმოაჩინეთ უნიკალური თბილისი
ტურები
კლდისუბანი
თბილისი მულტიკულტურული ქალაქია, სადაც სხვადასხვა ეროვნების, რელიგიის, კულტურის ადამიანები პატივისცემით თანაცხოვრებას ახერხებდნენ და საკუთარი კულტურისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს ერთმანეთს უზიარებდნენ, ეს ყველაფერი ქალაქს ხდიდა უნიკალურს. კლდისუბანი ქვემო კალაში, სოლოლაკის ქედის ფერდობზე მდებარეობს. ადგილები, რომლებსაც ნახავთ:
- ბეთლემის 120 საფეხურიანი კიბე-ქუჩა : ამქრების საჩუქარი ქალაქს.
- ბეთლემის ზედა და ქვედა ეკლესიები. მე-17 საუკუნის სამრეკლო.
- ათეშგა – ცეცხლთაყვანისმცემლობის უძველესი კერა თბილისში
- გომის ქუჩის უნიკალური სახლები, მაქმანებიანი სახლი ფილმიდან ” მზე შემოდგომისა”
- ქალაქის ულამაზესი ხედები. ” ფრიდა”
- პურის მოედანი
- თბილისის დიდი სინაგოგა, მისი არქიტექტურა და ისტორია.
- სიონი
- აშკენაზების სინაგოგა
- სურფ ნშანი – წმინდა ნიშნის ეკლესია
- თბილისის კათოლიკური ეკლესია. 1804 წ. და სხვა
- ტური სრულდება თავისუფლების მოედანზე.
50 ₾






